პარლამენტში ხვალ უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს | ონლაინ მედიის წარმომადგენლებს შენობაში ისევ არ შეუშვებენ

გამოქვეყნდა:

პარლამენტში ხვალ, 19 აპრილს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შენობაში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს, მათ შორის აკრედიტებულებს, ისევ არ შეუშვებენ - ამის შესახებ განცხადებას პრესსამსახური ავრცელებს:

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი