"რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით, [პარლამენტში] მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო" | პაპუაშვილი ოპოზიციას

გამოქვეყნდა:

"რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით, [პარლამენტშო] მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სესიაზე ამბობს და ოპოზიციას მიმართავს. ის პასუხობს დეპუტატ არმაზ ახვლედიანის შეკითხვას, რატომაა პარლამენტში დაწესებული ისევ უსაფრთხოების რეჟიმი.

რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს, გამოწვეული არის იმით, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი გამოირჩევა რადიკალიზმით, მათ შორის, წინა დღეებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ ყოველ ჯერზე ოპოზიიცის და ენჯეოების მიერ მოწოდებული აქციები იზრდებოდა, ყოველ ჯერზე ხდებოდა აგრესიის გამოვლენა, მათ შორის, პოლიციელების წინააღმდეგ და სხვადასხვა საგნების სროლა. ჩვენ გვაქვს შარშან მარტიდან ცუდი გამოცდილება, რომ ოპოზიცია, რომელიც არგუმენტით ვერ ჭრის, ცდილობს, რომ ძალით გაჭრას. და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლების, პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვისთვის და ასევე სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით არის ხოლმე ასეთი რეჟიმი დაწესებული. და მემგონი ამ დღეებმაც აჩვენა, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო, მათ შორის სამუშაო პროცესი გვაქვს უზრუნველყოფილი და ასევე, უსაფრთხოებაც, შესაბამისად, იყო უზრუნველყოფილი. ამიტომ, რა გითხრათ, რაც უფრო მეტად მშვიდი იქნებით თქვენ, მით უფრო ნაკლები უსაფრთხოების წესები იქნება საჭირო. რაც უფრო აგრესიულები იქნებით და ლაპარაკის ნაცვლად გექნებათ ძალადობისკენ, მით მეტად იქნება უსაფრთხოება. ეს ჩემი ვალდებულებაა, - ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ისევ უსაფრთხოების ყვითელი დონეა ამოქმედებული. საკანონმდებლო ორგანოში ისევ არ უშვებენ ონლაინ მედიის აკრედიტებულ წარმომადგენლებს და ვიზიტორებს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი