"საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური ფულისთვის. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას EU-ში და გააუქმებს ვიზალიბერალიზაციას" | ნიკა გვარამია ოფშორების კანონზე

გამოქვეყნდა:

"ახალის" თანადამფუძნებელი, ნიკა გვარამია, პარლამენტის მიერ ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტის მიღებას ეხმაურება და ამბობს, რომ კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო იქნება, ვიდრე უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია.

მისი თქმით, აქ გადმოვა ყველა რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი მათი ბინძური ფულისთვის.

"კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა და ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში. იგივე რეჟიმის ქვეშ მოჰყვება ყველა რუსი ბიზნესმენი, ვინც არის უკვე დასანქცირებული და ვის ქონებასაც მიაკვლიეს ოფშორებში. აქეთ გადმოვა ყველა ასეთი რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი ბინძური, სისხლიანი ფულისთვის. რუსების ბინძური, სისხლიანი ფულისთვის და მათთვისაც არავითარი გადასახადი არ იმოქმედებს.

საქართველო ხდება გაუბედურებული, მაფიოზური ქვეყანა რუსული ოლიგარქების, დასანქიცრებული რუსული ოლიგარქების ხელში. ეს სამუდამოდ გამორიცხავს ჩვენს წევრობას ევროკავშირში და არა მხოლოდ. ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმი გაგვიუქმდება და უკან იქნება გაწვეული. ასე რომ, არა მხოლოდ ძირს რუსული კანონი "გამჭვირვალობაზე," ვითომ გამჭვირვალობაზე, არამედ ძირს რუსული კანონი საქართველოსგან ოფშორული ფულის გათეთრების ზოლის შექმნის შესახებ. და ზოგადად, ასეთი კანონი უკვე ბევრი იქნება, ამიტომ, ჯობია, რომ ჯამურად ვთქვათ: ძირს რუსული მთავრობა," - ამბობს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 19 აპრილს, "ოცნების" პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო. კენჭისყრაზე მას უმრავლესობამ მხარი 73 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაუჭირა. 

კანონპროექტით, ივანიშვილს საშუალება ეძლევა ოფშორებში გადამალული ქონება  დაუბეგრავად შემოიტანოს საქართველოში. 

"ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტით კი საქართველო შესაძლოა სანქცირებული რუსი ბიზნესმენებისთვის შავი ფულის გადამალვის ახალი კერა გახდეს.

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი