ცაგერში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

ცაგერში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. მუნიციპალიტეტის ორ სოფელში ვირუსი 7 პაციენტს დაუფიქსირდა.

ინფიცირების წყარო ე.წ. ქორწილის კლასტერია.

შეგახსენებთ, რომ ცაგერი მწვანე ზონად ითვლებოდა, 8 სექტემბერს კი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთდროულად 5 შემთხვევა დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1830
  • გამოჯანმრთელებულია - 1334
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი