ე.წ. პოლიტიკური ამნისტია პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება - "ევროპული საქართველოს" ინიციატივას ოპოზიცია ემიჯნება

გამოქვეყნდა:

ე.წ. პოლიტიკური ამნისტია დღეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ინიციატივას ოპოზიციური სპექტრი ემიჯნება.

გიგა ბოკერიას პოლიტიკურმა გზავნილმა ყველა პოლიტიკური თემა გადაფარა. პოლიტიკური ამნისტიის დაანონსების შემდეგ, განმარტებები პარტიის ლიდერმა გააკეთა.

„ევროპული საქართველო“ ფიქრობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, არც ივანიშვილის და არც სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ივანიშვილმა საკუთარი მომავალი თავად უნდა განსაზღვროს და თავად გადაწყვიტოს, სად გააგრძელებს მისი პარტიის მარცხის შემდეგ საქმიანობას. ეს პროცესი ბოკერია-ბაქრაძე-უგულავას გუნდისთვის პოლიტიკური რევანშია,  რაც პარტიის აზრით, საქართველოში უნდა დასრულდეს.

არავინ ციხეში - „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ამნისტიის ამ გეგმამ დღეს ოპოზიცია ორად გახლიჩა. პარტიების უმეტესობა ფიქრობს წინასწარ ივანიშვილის გუნდისთვის ხელშეუხებლობის გარანტიების მიცემა ცუდი სიგნალია.

პოლიტიკური ამნისტიის შესახებ „ევროპული საქართველოს“ იდეა, ივანიშვილთან პოლიტიკურ გარიგებად შეაფასა ოპოზიციის ნაწილმა.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური ამნისტიის გეგმა პირდაპირი პასუხის გარეშე დატოვა „ქართულმა ოცნებამ“.

პოლიტიკური ამნისტიის შესახებ ინიციატივა „ევროპულმა საქართველომ“ არჩევნებამდე 1 წლით ადრე დააყენა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი