"მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი საქართველოს EU-სთან არ აახლოებს, პირიქით... იმედგაცრუებულები ვართ" | მიშელი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

"მინდა გარკვევით ვთქვა: ეს კანონპროექტი პარლამენტში კენჭისყრით მიიღეს, ის საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებს, პირიქით. ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Euronews-თან საუბრობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის ინიცირებას ეხმაურება.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ამის გამო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინოს, მიშელი ამბობს, რომ "საქმე აქამდე არ მისულა, თუმცა ნებისმიერი განვითარება, რაც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ზეგავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს". 

"[ევროკავშირის] გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და იდეაა კანდიდატი ქვეყნებისთვის, მათთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. იდეა ისაა, რომ ისინი პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს", - ამბობს მიშელი და განმარტავს, რომ თუ საქართველოს მმართველი პარტია კენჭს აღნიშნულ პრინციპებსა და ღირებულებებთან შეუსაბამო კანონპროექტს უყრის, ეს პროცესზე გავლენას მოახდენს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი