ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი დღეს დონეცკის ოლქში ჩავიდა, სადაც ქვეყნის დამცველი ჯარისკაცები მოინახულა და საფორტიფიკაციო ნაგებობები დაათვალიერა. ზელენსკი შეხვდა დაჭრილ სამხედროებსაც, რომლებიც მკურნალობას ქალაქ სლავიანსკში გადიან. 

"ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება. და ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის" ამბობს ზელენსკი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი