ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, დვანში, ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო 3 კვირაში 2 ახალი საგუშაგო ჩადგა:
"ვბრუნდებით სოფელ დვანიდან, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა 2 ახალი საგუშაგო ჩადგა ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში.
აღნიშნული საგუშაგოების მოწყობა მოხდა უკანასკნელი 3 კვირის განმავლობაში .
რუსეთი არ ჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ "რუსული ოცნება" მონურად უსრულებს კრემლს ნებისმიერ დაკვეთას.
რაო, როგორ არის ომს რომ მშვიდობით იგებს ოცნება" წერს ქაცარავა