რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება, ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - წერს მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" მიერ, დღეს მიღებულ კანონთან დაკავშირებით:

პირადი მოხმარებისთვის შემოტანილი 300 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია კანონით განბაჟებას ექვემდებარება, ხოლო ივანიშვილის კანონით 300 მილიონი ლარის შემომტანი გადასახადებს არ გადაიხდის. ეს კანონი არა მხოლოდ ივანიშვილისთვისაა, არამედ სანქციების ქვეშ მოყოლილი მთელი რუსული კაპიტალისთვის, ე.ი. საქართველოში ბინძური კრიმინალური ფული შემოვა და საქართველოს, როგორც ქვეყანას პირდაპირ დაემუქრება სანქციები. 
რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება. 
ჩემი პოლიტიკა ცივილიზებული სამყაროსთვის ქვეყნის მაქსიმალური გახსნა იყო, ხოლო ივანიშვილი საბოლოოდ კეტავს, ბოქლომს ადებს და გასაღებს კრემლს გადასცემს. 
გადამწყვეტი ბრძოლის დროა!" ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი