ხერსონში, რუსული დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ საღამოს ხერსონის გარეუბანში რუსული დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო ამბობს, დაღუპული 80 წლის ქალია. 

"ჭურვის აფეთქების დროს ქალი გარეთ იმყოფებოდა და სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო," - ამბობს მროჩკო.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი