"რა დროს სასამართლოა..." | მდინარაძე სასამართლოს გამჭვირვალობაზე დასმულ შეკითხვას არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ოცნების" უმრავლესობის ლიდერი და რუსული კანონის ინიციატორი მდინარაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის "გამჭვირვალობის" აუცილებლობაზე საუბრობს და პუტინისტური კანონის მიღების საჭიროებას ამით ხსნის, არაფერს ამბობს სასამართლოს გამჭვირვალობასა და კლანის წევრების გაუმჭვირვალე საქმიანობაზე. მდინარაძე ჩვეული რუსული რიტორიკით ამტკიცებს, რომ დონორები "მტრულ ძალებს" აფინანესებენ:

"დეკლარაციის დონეზეც რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის ენჯეოსექტორი და მედიასაშუალებები. სხვა, საქართველოში მსგავსი სფერო დაურეგულირებელი არ არსებობს. რა შუაშია კაცო მოსამართლეები... მტრული არის მოქმედებები. მეგობარი ქვეყნებიდან ვნახეთ ჩვენ დონორების მიერ დაფინანსებული მტრული [ძალები]....ერთი წამით, რა დროს სასამართლოა. ნახეთ როგორ გადაგაქვთ..." ამბობს მდინარაძე. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი