დასავლეთი შვილებისთვის, რუსეთი ჩვენთვის | ვინ არიან რუსული კანონის ხელმომწერები?

გამოქვეყნდა:

პარლამენტში მეორედ შებრუნებული რუსული  კანონპროექტი პირველი მოსმენით ოცნებამ 3 დღის წინ დაამტკიცა. ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფი სხდომათა დარბაზში მარტო იყო დარჩენილი და კრემლისტური კანონიც მარტოებმა მიიღეს. 83 დეპუტატი ოცნებიდან ხელს აწერს ქვეყანაში განსხვავებული აზრი გაქრეს და მათთვის არასასურველ პირები უცხოური ძალის გავლენის გამტარებლებად გამოაცხადონ. 

საზოგადოებას  აქვს უფლება იცოდეს, ვინ არიან დეპუტატები - ივანიშვილის პოლიტიკური ჯგუფიდან ვინც ამ კანონს ხელს აწერენ. მათ თავიანთი თავისთვის და ოჯახებისთვისაც ევროპაც და ამერიკაც ნამდვილად უნდათ, საქართველოს სხვა მოქალაქეებს კი ევროპისკენ გზას უჭრიან.  

  • 1. ალუდა ღუდუშაურის ცოლმა ორჯერ იმშობიარა ნიუ-იორკში. მისი ორივე შვილი ამერიკის მოქალაქეა.
  • 2. ბექა ოდიშარიას შვილი ამერიკაშია დაბადებული.
  • 3. ანრი ოხანაშვილის ორივე შვილი ბერლინში დაიბადა.
  • 4. ბაია კვიციანის შვილი დიდ ბრიტანეთში, ლონდონში დაიბადა.
  • 5. დავით სონღულაშვილის შვილი, სესილი სონღულაშვილი საფრანგეთში დაიბადა. 
  • 6. ირაკლი მეძმარიაშვილის შვილიშვილები დაიბადნენ  და ცხოვრობენ ავსტრიაში.
  • 7. გია ვოლსკის ვაჟი სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი დაამთავრა, უმცროსი ვაჟი გიორგი ვოლსკი ასევე ცხოვრობს და მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
  • 8. მიხეილ ყაველაშვილის უფროსი შვილი ინგლისში დაიბადა, მეორე შვეიცარიაში და მხოლოდ მესამეა თბილისში დაბადებული.
  • 9. ლევან კობიაშვილის ორივე შვილი გერმანიაში დაიბადა.


„ოცნების“ დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა 2023 წელს აღიარა, რომ აგენტების კანონპროექტის მხარდაჭერა მისი მხრიდან შეცდომა იყო. ამ აღიარების მიუხედავად, 3 დღის წინ სონღულაშვილმა რუსულ კანონს მხარი მეორედ დაუჭირა. მეორედ შეასრულა რუსი ოლიგარქის დავალება რომელიც საკუთარ პრინციპებზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.  ე.წ. ორმაგი შეცდომის ავტორი საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მაგისტრია. ევროპაში განათლება აქვს მიღებული უმრავლესობის არაერთ დეპუტატსაც. ყველა მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერია:

  • 1. ირაკლი კირცხალია - 2015  ბალტიის საერთაშორისო აკადემია.  2018 მერიმაუნტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი. 
  • 2010 ამერიკის ჰუმანიტარული ინსტიტუტი -  ბიზნეს ადმინისტრირება.
  • 2. ელისო ბოლქვაძე - პარიზის სახელოვნებო უმაღლესი სკოლა „Ecole Normale Superiere de Paris“
  • 3. ბაია კვიციანი - 2014წ. რიჯენსის უნივერსიტეტი ლონდონი.
  • 4. ანრი ოხანაშვილი 2010წ. იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტი.  2020 ბერლინი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი.
  • 5. გივი მიქანაძე - 2009 წ. ესექსის უნივერისტეტი [გაერთიანებული სამეფო]  
  • 6. შალვა პაპუაშვილი - 1999წ. საარლენდის უნივერსიტეტი [გერმანია] 
  • 7. სალომე ქურასბედიანი - 2017-2020 წ. ტულუზის უნივერსიტეტი. 
  • 8.გიორგი ჩაკვეტაძე - 2017 წ. გლაზგოს უნივერსიტეტი. 
  • 9.  ნიკოლოზ სამხარაძე 2003 წ. ჰანოვერის უნივერსიტეტი. 
  • 10.  დავით სონღულაშვილი - 2009 წ. გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლა. 

დასავლეთში მიღებული განათლებით ვერ დაიკვეხნის ოცნების დეპუტატი ზაზა ლომინაძე. მას სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში სამკურნალო საქმე აქვს შესწავლილი. ლომინაძემ, რომელიც რუსული კანონის ერთგული მხარდამჭერია, უფროსი შვილი ეკა ლომინაძე სასწავლებლად არა რუსეთში, არამედ გერმანიაში გაუშვა.

რიმა ბერაძეს ბიოგრაფიაში წერია, რომ პოლიტიკის მეცნიერებას ბაქოს უმაღლეს სკოლაში სწავლობდა. კომუნისტური პარტიის ყოფილმა წევრმა ბერაძემ შვილისთვის ევროპული  განათლება და ოქსფორდის საერთაშორისო ინგლისური სკოლა აირჩია. 

ოცნების აქტიური დეპუტატის და ტიკტოკერის, ნინო წილოსანის უფროსი ვაჟი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს.

ერთადერთი დეპუტატი, რომლის განათლების გასწვრივ პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ადგილი ცარიელია, მიხეილ ყაველაშვილია. მხოლოდ დაბადების თარიღია მითითებული. საშუალო განათლება ბოლნისში აქვს მიღებული.

ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი