"ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს" | ჰამბურგში მცხოვრებმა ემიგრანტებმა ფიცი დადეს და რუსული კანონი გააპროტესტეს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ კანონს!" - ამ მოთხოვნით გამართეს აქცია ემიგრანტებმა გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში. ისინი ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ.

ემიგრანტები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, რომ დაუყოვნებლივ გაიწვიოს რუსული კანონი და მოუსმინოს ხალხის მოთხოვნებს. აქციის მონაწილეებმა ფიციც დადეს, რომ ყოველთვის დაიცავენ ქვეყნის ენას, მამულს, ერთობას და გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს თავისუფლებისთვის:

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები, შევიკრიბეთ აქ, ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს...ვფიცავ. ვფიცავ. ვფიცავ."

ჰამბურგის გარდა, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა გერმანიის ქალაქ ჰანოვერსა და ფრანკფურტშიც. ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს და საქართველოში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი