რომ არა ბიძინა ივანიშვილი ასეთი შედეგი არ იქნებოდა - გახარია ქართულ რაგბზე

გამოქვეყნდა:

ქართველი მორაგბეების წარმატებას პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებად თვლის. განცხადება გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. 

მისი თქმით, ეროვნულ ნაკრებს რვა ერის ჩემპიონატში მონაწილეობის შანსი აქვს, რაც ქართული რაგბის დიდი წარმატებაა და რომ არა "ქართუ", როგორც გახარია ამბობს, ასეთი შედეგი არ იქნებოდა. 

რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, რვა ერის ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და  ქართუს პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ჩვენ ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით- ამბობს გახარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი