ლიეტუვამ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავი გადასცა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს L-39ZA Albatross ტიპის თვითმფრინავი გადასცა. როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა.

"ჩვენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი L - 39ZA Albatros -ის ტიპის მსუბუქი მოიერიშე თვითმფრინავი", - ნათქვამია ლიეტუვის თავდაცვის განცხადებაში.

უწყების თქმით, ლიეტუვაში ასეთი თვითმფრინავები გამოიყენებოდა ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი