
"ქართული ოცნება" ახალგაზრდებისთვის მასშტაბური ფესტივალის მოწყობას აპირებს - პრემიერის განკარგულებაში, რომელიც 2024 წლის 27 მარტით თარიღდება, ნათქვამია, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მასშტაბური სტუდენტური ფესტივალი დაიწყება, რომელშიც დაახლოებით 20 ათასი სტუდენტი ჩაერთვება და რომლის დაფინანსებისთვისაც ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობა მსგავსი ინიციატივებით მათ გულს ვერ მოიგებს, რადგან "ქართული ოცნება" ახალგაზრდებისთვის მთავარი ღირებულების - თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების შანსის წართმევას ცდილობს.