
არა რუსულ კანონს! - ბრიუსელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს.
"ვაპროტესტებთ დღევანდელ სიტუაციას, უბრალოდ აღარ არის კონკრეტულ კანონზე საუბარი...სწორედ აქედან მინიმალური წვლილი შეგვაქვს აქედან, რადგან ფიზიკურად ვერ მივდივართ საქართველოში და ახლა სახლში ყოფნა დანაშაულია...ყველა უნდა გამოვიდეს და თქვას თავისი სათქმელი და კონკრეტული არჩევანი დავაფიქსიროთ აქ არის რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანი" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს, საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ოცნებამ" პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს.
ამ დღეს ევროკავშირის ელჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ეს კანონი ხელს არ შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ კი ერთობლივი
განცხადება გაავრცელეს და თქვეს, რომ ეს კანონი EU-ს ღირებულებებთან შეუთავსებელია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, მოუსმინონ გაფრთხილებებს კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით.