არა რუსულ კანონს! - გორში, გორის ციხესთან, ლომჭაბუკის სკვერში, რუსული კანონის გასაპროტესტებლად სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
ეს უკვე მეორე აქციაა მიმდინარე კვირაში, რომელიც გორში ამ თემაზე გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.