რუსეთში RSF-ის ვებგვერდი დაიბლოკა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) ვებგვერდი დაიბლოკა. ინფორმაციას Роскомсвобода ავრცელებს, რომელიც რუსეთში ინტერნეტის ცენზურის ფაქტებს აკვირდება.

არსებული ინფორმაციით, დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო "დაუზუსტებელმა სამთავრობო სააგენტომ", რომელიც, სავარაუდოდ, გენერალური პროკურატურაა - მისი უფლებამოსილება მოიცავს სამხედრო ცენზურას, ექსტრემისტული და ტერორისტული მასალების ბლოკირებას, "არასასურველი" ორგანიზაციების ვებგვერდებს, მასობრივი არეულობის მოწოდებას, შემოწირულობებს. დეპარტამენტი ასევე ბლოკავს თაღლითურ საიტებს და სხვა ინფორმაციას. RSF-ის აკრძალვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე, Роскомсвобода-ს ცნობით, სამხედრო ცენზურის გამო, დაბლოკილია უკრაინელი ოლიგარქის ვიქტორ პინჩუკის ფონდის ვებგვერდიც. სამხედრო ცენზურის გამო, დაბლოკილია რუსული სამხედრო პროექტი OSINT-пчёлы.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი