პროტესტის მეოთხე დღე რუსთაველზე | აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან

გამოქვეყნდა:

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - ახალგაზრდებმა პროტესტის მეოთხე დღეს რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტეს. ისინი ამ წუთებში მსვლელობას იწყებენ და უზენაესი სასამართლოსკენ მიემართებიან. 

სპონტანური აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ გზით მათ უნდა თქვან თავიანთი სათქმელი, რომ ამ ქვეყანაში, სასამართლო მხოლოდ "ქართული ოცნების" სასიკეთოდ მოქმედებს. 

ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს შემდეგ ახალგაზრდები მსვლელობით, სანაპიროს გავლით, "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ. ამის შემდეგ კი დანიშნულების ბოლო ადგილი ევროპის მოედანი იქნება. 

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი