
არა რუსულ კანონს! - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ. ამბობენ, რომ ამ გზით მათ უნდა თქვან თავიანთი სათქმელი, რომ ამ ქვეყანაში, სასამართლო მხოლოდ "ქართული ოცნების" სასიკეთოდ მოქმედებს.
ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს შემდეგ ახალგაზრდები მსვლელობით, სანაპიროს გავლით, "ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ. ამის შემდეგ კი დანიშნულების ბოლო ადგილი ევროპის მოედანი იქნება.