დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში, ლოკალური შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა არა ისეთი მკაცრის- როგორიც გაზაფხულზე იყო.
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 57 შემთხვევა სერიოზული ზრდაა, თუმცა მერე ტალღა ჯერ არ არის
შეკავების ის პრინციპები, რაც გაზაფხულზე განხორციელდა, ე.წ. მკაცრი ლოკდაუნი და ჩაკეტვა, რა თქმა უნდა, ეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვერ და არ განხორციელდება, მაგრამ ლოკალური, წერტილოვანი დარტყმები შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ასეთი კლასტერები გვექნა. აქამდე რომ არ მივიდეთ, საჭიროა დავიცვათ რეკომენდაციები“, - ამბობს გამყრელიძე.
დღევანდელ რეკორდულ მაჩვენებელთან დაკავშირებით, სულ უფრო გახშირდა საუბრები იმაზე, არის თუ არა ეს დაანონსებული მეორე ტალღა.
ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ განმარტა, რომ მეორე ტალღა სავარაუდოდ ოქტომბერ- ნოემბერშია მოსალოდნელი, ხოლო პრემიერ მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე იწყება.