არა რუსულ კანონს! | ისრაელში მცხოვრები ქართველების აქცია

გამოქვეყნდა:

არა რუსულ კანონს! - ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს. 

"მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 12 წლიანი ჭაობი დაარღვიეს ბოლოს და ბოლოს. ცდილობენ ქვეყანა გამოიყვანონ და გამოიყვანეს უკვე იმ დაპირისპირებიდან, რაშიც ქვეყანა იმყოფება და ერთი ხელის მოსმით უთხრეს ყველას, რომ ახლა უკვე საქმის კეთების დროა, რომ რუსეთი აღარასდროს აღარ იქნება საქართველოში, არც საქართველო აღარ იქნება რუსეთში. საქართველოს ადგილი არის იქ საიდანაც ჩვენ მოვდივართ ანტიკური ხანიდან, ჩვენ არ მივდივართ ევროპაში ჩვენ ვბრუნდებით საკუთარ სახლში, საიდანაც ამოგვგლიჯა თავის დროზე რუსეთმა და ახლა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სახლში. რაც შეეხება რუსეთს, ვისაც რუსეთში უნდა ის დაბრუნდება თავიანთ პატრონიანად, რომელიც რუსეთიდან მოვიდა," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი