ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ჩაატარეთ აქცია, გვეხვეწებიან | მდინარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე

გამოქვეყნდა:

"ეს იქნება ძალიან დიდი აქცია, დარწმუნებული ვარ, და ყველას მოვუწოდებ, რომ პატივი სცეს იმ აქციის თითოეულ მონაწილეს, იმიტომ, რომ არა თუ ათიათასობით ადამიანი და ასიათასზე მეტი ადამიანი, არამედ მართლა ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს, რომ ხალხო ჩაატარეთ აქცია და ვაჩვენოთ რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია, ამას გვეხვეწებიან ამ კვირების განმავლობაში". 

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 29 აპრილს, "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე. მანვე დაადასტურა, რომ ამ აქციას პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი