"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი" | კობახიძე "დინამოს" რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო განცხადების გამო, პრემიერი კობახიძე თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას თავს დაესხა. განცხადება მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა: 

"ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის დინამოს ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს.რამდენიმე დღის წინაც,  რა შუაშია თბილისის დინამო, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი." თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი