გვინდა ავაშენოთ ბრიტანული სტილის სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძემ დედაქალაქში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა. კობახიძემ განცხადება მთავრობის სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ სტადიონი იქნება ბრიტანული სტილის, რომელსაც სარბენი ბილიკი არ აქვს და სპორტსმენებსა და მაყურებელს შორის კავშირი უფრო ახლოა: 

"გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც არსებითად ამ ორი სპორტის [ფეხბურთი; რაგბი] სახეობას მოემსახურება. გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს ქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი." თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ახალი სტადიონი სავარაუდოდ ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე [ვაზიანში] აშენდება. 

კობახიძემ დააანონსა, რომ საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის განაცხადს შეიტანს:

"აქვე მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართული ფეხბურთისთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის " - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი