ბათუმში საგანგებო სიტუაციების მედიკოსს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბათუმის რაიონული სამსახურის ერთ-ერთ მედიკოსს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. დაწყებულია ინფიცირების წყარო მოკვლევა. იდენტიფიცირებულია მედიკოსის კონტაქტები, რომლებიც იზოლაციასა და კარანტინში არიან

„კოვიდ-19“-ზე ტესტირება პერიოდულად უტარდება ბათუმის სასწრაფო დახმარების სრულ მედპერსონალს, რომელთაგანაც ინფექცია არავის დადასტურებია. ამჟამად, დამატებით პრევენციისთვის, კვლავ ტარდება განმეორობითი კვლევა ვირუსზე.

ინფიცირებული მედიკოსი ბოლოს 4 სექტემბერს მორიგეობდა, რა დროისთვისაც მას უკვე ჩატარებული ჰქონდა ლაბორატორიული კვლევა „კოვიდ-19“-ზე და ვირუსი არ დაუდასტურდა. შესაბამისად, დაინფიცირების პერიოდში, მას მოსახლეობისთვის ბინაზე გადაუდებელი დახმარება არ გაუწევია.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოძახებებს სპეციალური აღჭურვილობით ასრულებენ. მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება უსაფრთხოების ყველა ნორმის გათვალისწინებით მიმდინარეობს“ – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების ინფორმაციაში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი -  57 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი