რუსულმა კანონმა შესაძლოა ჩვენი ევროპული სტატუსის გაუქმება გამოიწვიოს, პუტინი პირადად აძლევს დავალებებს ოლიგარქ ივანიშვილს | მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ფრანგულ მედიაში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ვრცელი ინტერვიუ ფრანგულ მედიას. ონლაინ და ბეჭდური გამოცემები "ექსპრესი" და "მიდი-ლიბრე" საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ვრცელ სტატიებს აქვეყნებენ - სააკაშვილის პატიმრობა, პოლიტიკური პროცესები საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოში, ბრძოლა რუსეთის და კრემლის დიქტატორის წინააღმდეგ და ევროპის როლი ამ ბრძოლაში - ფრანგი ჟურნალისტების კითხვებს მესამე პრეზიდენტი 13 გვერდიანი წერილით პასუხობს. 

"მე ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ვარ, რომელსაც პუტინი სიკვდილით დაემუქრა და ამ დრომდე ვერ აღასრულა მუქარა" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ინტერვიუში ის განმარტავს მიზეზებს, რომლებმაც კრემლის დიქტატორის გაღიზიანება და მუქარა გამოიწვია. მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით რუსული კანონის მიღების მცდელობა - რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც პუტინის სახელით ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.

"ახლა საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან, მაგრამ ქართული ოცნების მიერ, პირველი მოსმენით მიღებულმა რუსულმა კანონმა შესაძლოა ჩვენი ევროპული სტატუსის გაუქმება გამოიწვიოს. ეს კანონი არის რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც ჩაგვიკეტავს კარს ევროკავშირისკენ. 
პუტინი არ გვპატიობს, რომ ქვეყანაში რადიკალური რეფორმები განვახორციელეთ და არშემდგარი ქვეყნისგან საქართველო ვაქციეთ სწრაფად განვითარებად, კორუფციისგან და კრიმინალისგან თავისუფალ ქვეყნად, რომელიც ევროპული სამყაროსკენ ისწრაფვის. ჩვენ ამით პუტინისტური მოდელის ალტერნატივა შევქმენით. 
პუტინი არ გვპატიობს, რომ 2008 წელს წინააღმდეგობა გავუწიეთ და მთელი ქვეყნის ოკუპაციის შესაძლებლობა არ მივეცით... 
პუტინი პირადად აძლევს დავალებებს ოლიგარქ ივანიშვილს, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას იღებს საქართველოში და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას...
ამიტომ საჭიროა ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული მომავლის დასაცავად. რასაც ახლა ათასობით ქართველი ახალგაზრდა აკეთებს თბილისის ქუჩებში."  წერს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი