რუსული კანონის ავტორი ხელისუფლება "ევროპის დღეების" აღნიშვნას გეგმავს. მთავრობამ პრემიერ კობახიძის განკარგულება გაასაჯაროვა, რომლითაც ხელისუფლება ღონისძიებისთვის 600 ათას ლარს დახარჯავს. ღარიბაშვილისგან განსხვავებით, კობახიძემ პირველად გაასაჯაროვა მთავრობის დადგენილება სადაც წერია, რომ 9-16 მაისისთვის თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, თუმცა რაში დაიხარჯება ის, არ კონკრეტდება.
ფარისევლობა-ასე აფასებს სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. ადამიანები, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებენ, აცხადებენ რომ "ოცნება" თავისი პოლიტიკით სულ უფრო აშორებს ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას, პარალელურად კი ევროპული დღეებისთვის ემზადება.