გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 3 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გერმანიის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის ფედერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყება წერს, რომ ეჭვმიტანილები, ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის (BKA) თანამშრომლებმა, დასავლეთ გერმანიის ქალაქ დიუსელდორფსა და ბად ჰომბურგში დააკავეს. მათ ბრალად ჩინეთის საიდუმლო სამსახურის MSS-ის თანამშრომლობა და ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მოპოვება ედებათ, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხედრო მიზნებისთვის. პროკურორები თვლიან, რომ ისინი შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ კვლევით პროექტებში, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს ჩინეთისთვის საზღვაო ძალაუფლების გასაფართოებლად.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, განაცხადა, რომ ბერლინი თვალყურს ადევნებს ჩინეთის ჯაშუშობის მნიშვნელოვან საფრთხეს ბიზნესში, ინდუსტრიასა და მეცნიერებაში: "ჩვენ ყურადღებით ვუყურებთ ამ რისკებს და საფრთხეებს და მკაფიოდ გავაფრთხილეთ და ავამაღლეთ ცნობიერება მათ შესახებ, რათა ყველგან გაიზარდოს დამცავი ზომები".

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი