"საქმე იკერება" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის და

გამოქვეყნდა:

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების პროცესი გრძელდება.

ერთ-ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის და ამბობს, რომ წაშლილია მასალები, სადაც მისი ძმის გადაადგილების ტრაექტორია იყო ასახული.

რატომ არ ფიქსირდება 18 და 19 ივნისის ლოკაციები? წაშლილია. ხომ ხედავთ, რომ საქმე "იკერება"? - ამბობს ბრალდებულის და.

დაკავებულების ადვოკატების თქმით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას დაამტკიცებს. ისინი მოითხოვენ, მოითხოვენ, სასამართლომ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნოს მოწმეთა ჩვენებები და მედიაში გავრცელებული ციხის ვიდეოკადრები.

ცნობისთვის, გამოძიებას უნდობლობა ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანის დედამაც გამოუცხადა. მისი თქმით, უწყებამ მისი შვილის სატელეფონო მიმოწერები წაშალა.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი