საგანგებოდ ოლიგარქ ივანიშვილის ქონების დასაცავად მიღებული კანონი, ოფშორების შესახებ დიდი საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს. ბიძინა ივანიშვილთან ერთად ქვეყანა შესაძლოა მალე რუსული შავი ფულის ერთგვარი თავშესაფარი გახდეს, რაც უდიდეს რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის საბანკო სისტემას, ეს კი რიგითი მოქალაქეებისთვის მცირე ბიზნესისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის გაჭიანურებულ საბანკო გადარიცხვებს ნიშნავს. თავად კანონის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილისვე კი საქართველოში აქტივების გადმოტანით იმ ახალ საერთაშორისო გადასახადებსაც აარიდებს თავს, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიოს 138 ქვეყნის შეთანხმებით ოფშორებში დაწესდება.