
"ენგურჰესის" 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფიცირებულები ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან არიან. ისინი ზუგდიდში, რუხის ჰოსპიტალში მკურნალობენ, მათი ოჯახის წევრები კი კარანტინში გადაიყვანეს.
"ენგურჰესის" სხვა თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ. ამ დროისთვის, 80-მდე ნიმუშია ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
ავტორი: ემა გოგოხია