ცაგერში 3 სოფელი ჩაიკეტა

გამოქვეყნდა:

ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლები ორბელი, ლაჯანი და ლაილაში ჩაიკეტა. PCR ტესტირების პასუხების გარეშე შესვლა და გამოსვლა აიკრძალა. 

ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყარო ე.წ. ქორწილის კლასტერია.

ამ დროისთვის რეგიონში სულ 12 დადასტურებული შემთხვევაა. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი