რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.

როგორც ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ამბობს, ოკუპანტების სამიზნეს საცხოვრებელი კვარტლები წარმოადგენდა. მისი თქმით, დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა და 26 კერძო სახლი. ასევე, სასწავლო დაწესებულება, საბავშვო ბაღი, კულტურის დაწესებულება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და გაზსადენი.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი