პარტიული დავალებაა პარტიული დანაყოფების მიმართ, თუ ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად წამოსვლა| მდინარაძე

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, თბილისში, რუსული კანონის მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციაზე საჯარო მოხელეების მობილიზებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ პარტიული დავალებაა, ვისაც წამოსვლა უნდა, აღნიშნული ორგანიზებულად იყოს უზრუნველყოფილი.

"დიახ, პარტიული დავალებაა, რომ პარტიის წარმომადგენლები, ისინი საჯარო მოხელეები იქნებიან თუ არ იქნებიან საჯარო მოხელეები, ორგანიზება მოხდეს, პირადად ჩემი მათ შორის დავალებაა პარტიული, ჩვენი პარტიული დანაყოფების, ასე დავარქმევ თუ გნებავთ, რომ გავამძაფრო, მიმართ, რომ თუ კი ვინმეს წამოსვლა უნდა აქციაზე, უზრუნველყონ ორგანიზებულად მათი წამოსვლა თბილისში", - თქვა მდინარაძემ. 

მდინარაძე ამბობს, რომ მიზანი იმის ჩვენებაა, ვინ უჭერს მხარს "რეალურ დემოკრატიას, რეალურ ევროპელობას" მხარს. მისივე თქმით, საჯარო მოხელეებს, რომლებსაც აქციაზე დასწრების სურვილი ექნებათ, შვებულებას დაწერენ:

"თუ კი ვინმეს უნდა იმ დღეს მაგალითად რაიონიდან წამოსვლა, დაწერს შვებულებას და წამოვა, მიიღებს მონაწილეობას, თუ არ უნდა, აქედან, ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი კამერების მეშვეობით მივმართავ, ერთი ადამიანის დარწმუნებაც არ სცადონ ჩვენმა პარტიულმა აქტივმა, რომ წამოიყვანონ ვისაც ამისი სურვილი არ აქვს".

 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი