კობახიძის თქმით, უცხო ძალის "კეთილი ინტერესი" გაატარეს ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრით

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, უცხო ძალის ინტერესი გაატარეს ქვეშეთი-კობის გვირაბის გაჭრით, რომელსაც თავადაც ესწრებოდა. მისივე განმარტებით, ეს "კეთილი ინტერესია".

ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით და გვირაბის მშენებლობის ნაწილში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია.

"ეს არის კეთილი ინტერესი. [უცხო ქვეყნის ინტერესი გაატარეთ?] რა თქმა უნდა, ნახეთ, ჯერ ერთი, ეს არის სესხი, და არა გრანტი, ფუნდამენტურად განსხვავდება. ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში, ამ შემთხვევაში უცხოური ინტერესი იყო ის რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ. შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი