„არ არის საჭირო ქართველების სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა" | დუმის დეპუტატი რუსებს მოუწოდებს, არ მიიღონ აქციებში მონაწილეობა

გამოქვეყნდა:

„არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით ბოროტად სარგებლობა და იარაღად ქცევა გარე ძალების ხელში, რომლებიც ცდილობენ სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას“, - ამბობს რუსეთის დუმის დეპუტატი  ვასილი პისკარევი და საქართველოში მცხოვრებ რუსებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში.

ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი და ამტკიცებს, რომ  თბილისის ქუჩებში მასობრივი პროტესტის შესაქმნელად, "დასავლელი სპეციალისტები" რუსეთის მოქალაქეებსაც იყენებენ. 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი