ლატვიის საპატიო კონსულების ჩამონათვალში ოდიშარია აღარ იძებნება

გამოქვეყნდა:

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდზე, "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია საპატიო კონსულების ჩამონათვალში აღარ იძებნება და მითითებულია, რომ ლატვიის საპატიო კონსული მიხეილ ხუნდაძეა. ვებგვერდის მიხედვით, სია 16 აპრილს განახლდა

შეგახსენებთ, ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევის ინიციატივით ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე,  რიჰარდს კოლსი მას შემდეგ გამოვიდა, რაც "ოცნების" დეპუტატმა ოპოზიციონერ ქალებს უხამსი და უცენზურო გამონათქვამებით მიმართა. 

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი