ზვიად ხარაზიშვილმა დაარღვია ადამიანის უფლებები; საქართველო სულ უფრო უახლოვდება რუსეთს | გრეგოროვა

გამოქვეყნდა:

გდდი-ის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე "ხარებას" გვარმა ევროპარლამენტშიც გაიჟღერა. საქართველოს თემაზე მიმდინარე დებატებზე, სადაც განხილვის თემა რუსული კანონია, ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა, რომ ხარაზიშვილმა დაარღვია ადამიანის უფლებები: 

"ჩვენ ყველანი ვამბობთ, რომ ამ კანონის მიღება ნამდვილად დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირისკენ. იმის მერე, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველომ დაარღვია მოცემული სიტყვა და ხელახლა შემოიტანა ეს კანონი.
ზვიად ხარაზიშვილმა დაარღვია ადამიანის უფლებები. სამწუხაროდ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსული ტიპის კანონი იყოს მიღებული. ძალიან მტკივნეულია იმის ნახვა, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო უახლოვდება რუსეთს და ამას შესაძლოა ჰქონდეს ფინანსური შედეგები" აღნიშნა გრეგოროვამ. [სინქრონული თარგმანი]

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი