შეჩერდით და ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს | კალიურანდი "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

შეჩერდით და ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს - ამ სიტყვებით მიმართა ევროპარლამენტარმა მარია მალიურანდმა საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონთან დაკავშირებით, სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე:

"მე მაქვს ორი გზავნილი საქართველოსთვის - თუ შეიძლება შეჩერდით და ნუ დააყენებთ საფრთხის ქვეშ საქართველოს ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან ცუდი პროცესი, როცა ხდება დაკნინება ევროპული პრინციპების. საქართველოს მოსახლეობას სჭირდება ინტეგრაცია ევროკავშირში და მინდა დავარწმუნო ქართველი ხალხი, რომ თქვენი ევროპული მისწრაფებები მხარდაჭერილი იქნება ევროპული პარლამენტის შემდეგ შემადგენლობაში. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ თქვენც ასევე გექნებათ პროგრესული და პროევროპული შემდეგი პარლამენტი" აღნიშნა მარია კალიურანდმა

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი