აქციის მონაწილე ახალგაზრდების პროტესტი რუსული კანონის მხარდამჭერ დავით კაჭარავას

გამოქვეყნდა:

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მიემართებიან - მათ გზად, მელიქიშვილის გამზირზე, რუსული კანონის მხარდამჭერი დავით კაჭარავა შეხვდათ. ისინი კაჭარავასთან გასაუბრებას შეეცადნენ, თუმცა დეპუტატი "ხმაურის" მიზეზით თავდაპირველად მანქანიდან არ გადმოსულა და აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების შეკითხვებს მანქანის ფანჯრიდან პასუხობდა. მოგვიანებით კაჭარავა მანქანიდანაც გადმოვიდა, რის შემდეგაც ის პოლიციამ გააცილა.

კაჭარავა: ნუ გეშინიათ გამჭვირვალობის. თუ დაგვასანქცირებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დიდი შეცდომა და კიდევ ერთი არასწორი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, ეს რამდენჯერმე გააკეთეს უკვე. 

აქციის მონაწილე: სად მივდივართ?

კაჭარავა: ღირსებით ევროპაში. ღირსებით, ღირსებით, ცალ ფეხზე არა, ამაყად. 

აქციის მონაწილე: სტუდენტებს რატომ არ უსმენთ?

კაჭარავა: სტუდენტებს ვუსმენ ზუსტად. 

აქციის მონაწილე: იზიარებთ მათ პოზიციებს? 

კაჭარავა: კი, როგორ არ ვიზიარებ, რა თქმა უნდა, ვიზიარებ და მინდა, რომ სწორად შეხედონ ამ ყველაფერს. ისე ძაან კაია

აქციის მონაწილე: აუხსენით თქვენი პოზიცია, რატომ არ ელაპარაკებით 

კაჭარავა: აგერ ვდგავარ და ყველას ველაპარაკები. ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრები. არ გვაძლევენ საშუალებას რომ გადმოვიდე არ მომცემენ საუბრის საშუალებას, ყვირიან ისედაც, თორემ პრობლემა არ მაქვს. 

აქციის მონაწილე: დასანქცირებას ელოდებით?

კაჭარავა: არამგონია ეგეთი რაღაც რომ მოხდეს, სიმართლე რომ გითხრათ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ მართლები და როცა მართლები ვართ, ეს არის უბრალოდ მუქარა და მეტი არაფერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი