რუსეთში, სმოლენსკში სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარია

გამოქვეყნდა:

რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე ხანძარია. გუბერნატორი ამბობს, რომ ხანძარი საწვავისა და ენერგეტიკის ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად გაჩნდა. 

"დიდი ალბათობით, სამოქალაქო, საწვავის და ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა სმოლენსკისა და იარცევოს რაიონებში", - დაწერა გუბერნატორმა.

ვასილი ანოხინი "ტელეგრამზე" წერს, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან და მსხვერპლი არ არის.

"ტელეგრამის არხი" Astra შემთხვევის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი