რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს, ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა | ხმაური და დაპირისპირება

გამოქვეყნდა:

ხმაური რუსთავის საკრებულოში - საკრებულოს თავმჯდომარე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. 

შეროზიას პოსტიდან გადაყენების საკითხს დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილებას დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძეც.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, "ქართული ოცნების" წევრებს ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გაუადვილდათ, რაც ფრაქცია ენმ-ის ოთხმა წევრმა ენმ დატოვა და ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. "საქართველოსთვის" წევრები ენმ-ის ყოფილ დეპუტატებს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ, რასაც ყოფილი ნაციონალები კატეგორიულად უარყოფენ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ენმ-ის ყოფილი წევრი, ალეკო ბერიძე დაინიშნა. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი