ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდიდრებდა ქუთაისის საკრებულოს სხდომა. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის გამიჯვნისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კანონი, რომელსაც მხოლოდ რუსეთი იწონებს ჩვენ ქვეყანაში მიღებული ვერ იქნება. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა "ოცნების" საკრებულოს წევრებს მოუწოდეს, რომ შვილებთან ომს თავი დაანებონ.
"ნაცვლად იმისა, რომ ნორმალურად რაღაც პრობლემებზე იმსჯელონ ვუსმენთ "ქართული ოცნების" აი ამ ადამიანების "ეფ ეს ბე"-ში დაწერილი პროპაგანდის მესიჯებს. სამწუხაროდ ივანიშვილის პარტიამ, ივანიშვილთან ერთად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზეც, რომ ამათი მიზანია ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს, როგორმე, რაც შეიძლება დიდი ზღვარი დადონ ამ ისტორიულ მომენტთან, რასაც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებ ჰქვია და ნელ-ნელა შეათრიონ და დაგვაბრუნონ რუსეთის ჭაობში. ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება ამაყობდნენ, რომ თითქოს მთელი ცხოვრება პროდასავლური ლიდერები იყვნენ, დღეს პრორუსული მესიჯებით გეგონებოდა, რომ რუსულ "კაგებეში" "იუთუბ" არზებზე დაწერილი მესიჯებით გველაპარაკებოდნენ, ელაპარაკებოდნენ საკუთარ შვილებს და ოჯახის წევრებს", - ამბობს გიგა შუშანია.
თავის მხრივ, "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მოუწოდეს ოპოზიციონერ კოლეგებს თავი დაანებონ საჯარო მოხელეებზე ზეწოლას.