
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმოსვლა არ შეზღუდულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მუნიციპალიტეტის 2 სოფელში პოლიციის საკონტროლო პუნქტები მოეწყო, თუმცა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება.
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ცაგერის 2 სოფელში, ორბელსა და ლაჯანაშიპოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.
ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს, 24 საათის განმავლობაში, ადგილზე ჩაუტარდება თერმოსკრინინგი და ტესტირება.
შეგახსენებთ, რომ ცაგერი მწვანე ზონად ითვლებოდა, 8 სექტემბერს კი მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთდროულად 5 შემთხვევა დადასტურდა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში: