აშშ-ის $61 მილიარდიანი დახმარების დამტკიცება, ევროპას არ ათავისუფლებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან | შოლცი

გამოქვეყნდა:

აშშ-ს კონგრესის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის დამტკიცება არ ათავისუფლებს ევროპულ ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოების ვალდებულებისგან - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან რიში სუნაკთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა, შოლცი იგივე პოზიციაზე და უკრაინისთვის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას არ გეგმავს, რადგან მისი დიაპაზონი 500 კმ-ს ფარავს და თეორიულად საშუალებას აძლევს უკრაინელ სამხედროებს დაარტყან სამიზნეებს რუსეთის ტერიტორიაზე, მოსკოვის ჩათვლით.

„კონგრესის მიერ უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცება გამამხნევებელი და მნიშვნელოვანი სიგნალია [...] პუტინი ცდება თუ იმის მოლოდინშია, რომ ევროპა და შეერთებული შტატები საბოლოოდ მიატოვებენ უკრაინას. არა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ“, - განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტი აშშ-ის სენატმა დღეს დაამტკიცა და მას მხოლოდ პრეზიდენტ ბაიდენის ხელმოწერა აკლია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი