როგორ აისახება "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის დამტკიცება საქართველოს რიგით მოქალაქეებზე - რეპრესიული კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის გაქრობაა, რომელიც დასავლეთის ფონდებიდან ფინანსდება. ამ შემოსავლის უდიდესი ნაწილი კი სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იხარჯება.
ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ადამიანები, რომელთა უფლებები ქვეყანაში ილახება და მათ დასაცავად მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები იბრძვიან, ეს ყველაფერი არ არის, რასაც ქართული არასამთავრობო სექტორის პარტნიორი უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ. რუსული კანონის მიღების შემდეგ კი მოქალაქეები საკუთარი მძიმე პრობლემების პირისპირ მარტო რჩებიან.