ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. ერთწლიანი პოლიტიკური პატიმრობის დასრულების შემდეგ ახალგაზრდა, რომლის საჩვენებელი დასჯაც სცადა "ოცნების" ხელისუფლებამ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ახალ ეტაპს იწყებს. გრიგორიადისი საპროტესტო აქციებს უერთდება. ამ ბრძოლაში ლაზარესთან ერთად უკვე მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან, რადგან პროვოკაციებს ელოდებინ. ციხის დატოვების შემდეგ გრიგორიადისმა ისაუბრა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მისთვის უმძიმესი განაჩენის მიზეზი გახდა. გროგორიადისი და მისი ოჯახი სიმართლის დასამტკიცებლად თავად იწყებენ სამართლებრივ დავას და არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტარსბურგამდე მივიდეს.