რადიკალური ცვლილებები რუსთავის საკრებულოში | ურთიერთბრალდებები და ხმაური უწყებაში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს რუსთავის საკრებულოში, სადაც ოპოზიციამ უმრავლესობა დაკარგა. სამომავლოდ იგივე საფრთხე ელის ზუგდიდის საკრებულოსაც. ხელისუფლების ოპონენტები კი ურთიერთბრალდებებით არიან დაკავებული და ერთმანეთს "ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებენ. ბოლო დღეებში რუსთავის საკრებულოს 4-მა წევრმა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა რამაც დღეს "ოცნებას" კიდევ უფრო გაუმარტივა საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის გადაყენება. გახარიას პარტია ოპოზიციონერებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. "ნაციონალური მოძრაობა" კი, იგივე ბრალდებას გახარიას პარტიას უყენებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი